← Kadria • კადრია
მამაკაცები შავებში 3 — პოსტერი

მამაკაცები შავებში 3

Men in Black 3

2012 · ფილმი · ქართულად · კომედია · მძაფრსიუჟეტიანი · ფანტასტიკა

აგენტები ჯეი და ქეი კვლავ საქმეში არიან, თუმცა ამჯერად - წარსულში მოგზაურობენ. ორგანიზაციაში გატარებული 15 წლის განმავლობაში ჯეის უამრავი აუხსნელი რამ უნახავს, მაგრამ ვერაფერი - ვერც ყველაზე უცნაური უცხოპლანეტელები აკვირვებს ისე, როგორც მისი ირონიული და სიტყვაძუნწი პარტნიორი. როდესაც ქეის სიცოცხლე და მთელი პლანეტის ბედი სასწორზე დგება, ჯეი იძულებულია დროში უკან დაბრუნდეს, რათა ყველაფერი გამოასწოროს. წარსულში იგი აღმოაჩენს სამყაროს იმ საიდუმლოებებს, რომლებიც უფროს კოლეგას მისთვის არასდროს გაუმხელია - ეს საიდუმლოებები კი მაშინ იხსნება, როდესაც ჯეი ახალგაზრდა აგენტ ქეისთან ერთიანდება თავისი მეწყვილის, სააგენტოსა და კაცობრიობის მომავლის გადასარჩენად.

▶ უყურე Kadria-ს ფლეიერით